ნიკოლა სარკოზის პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საქართველოს ეცნობიან

ნიკოლა სარკოზის პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საქართველოს ეცნობიან

საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საქართველოში პოლიტიკურ ვითარებასა და ქვეყნის პერსპექტივებს გაეცნენ.

ფრანგი ახალგაზრდები დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებმა, ირაკლი ქავთარაძემ და გიორგი კანდელაკმა მიიღეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს.

ასევე, ფრანგი ახალგაზრდები დეტალურად გაეცნენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს და ოკუპაციის პროცესი დაგმეს.

ნიკოლა სარკოზის პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.

პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომელთაც ქართველი ახალგაზრდა ნიკოლა პაპასაშვილი ხელმძღვანელობს, საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე