საქართველო ლიტვისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პარტნიორია , - აღნიშნული განცხადება ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ გააკეთა.
გრიბაუსკაიტეს თქმით, ლიტვის საგარეო პოლიტიკაში ყველაზე მთავარ ადგილს ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობა უნდა იკავებდეს, როგორებიც არის საქართველო, უკრაინა და მოლდოვაა. ამის მიზეზად კი ლიტვის პრეზიდენტი სამივე ქვეყნის ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობი" პროგრამაში მონაწილეობას ასახელებს.
დალია გრიბაუსკაიტემ, ასევე, აღნიშნა, რომ უკვე ოთხჯერ შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და პირადად დარწმუნდა საქართველოს განვითარებაში.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ლიტვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საგარეო კავშირები მოსკოვთან და მინსკთან არ უნდა იყოს გულუბრყვილო.
"ჩვენ გახსნილები ვართ ურთიერთობებისთვის და პარტნიორობისთვის, ვხედავთ პოზიტიურ ტენდენციებსაც, მაგრამ არც გულუბრყვილოები ვართ, სიფრთხილით ვეკიდებით ყველა ინიციატივას, რომელთა შორის ზოგიერთი ჩვენთვის უსარგებლოც კია", - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.
ინფორმაცია ლიტვის პრეზიდენტის განცხადების შესახებ ქართული ტელეკომპანიებმა გაავრცელეს.