ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ თანამდებობა დატოვა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ირაკლი სირაძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. მათივე ცნობით, ჯერ ცნობილი არ არის, ვინ შეცვლის მას.
ირაკლი სირაძე წლების განმავლობაში შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეც იყო.