პაატა დავითაია კომოროვსკის განცხადებას არაკორექტულად მიიჩნევს

პაატა დავითაია კომოროვსკის განცხადებას არაკორექტულად მიიჩნევს

პოლონეთის პრეზიდენტის ბრონისლავ კომოროვსკის მიერ საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადება პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა, პაატა დავითაიამ შეურაცხმყოფელად და არაკორექტულად შეაფასა.

როგორც დავითაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მხარს უჭერენ არა იმის გამო, რომ მისი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, არამედ საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

ეს პოზიცია კი, როგორც დავითაია ამბობს, არაერთხელ დააფიქსირა თავად ლეხ კაჩინსკიმ, მთელმა ევროპამ და ამერიკამაც.

"კომოროვსკის განცხადება კი ყოვლად მიუღებელი, არაკორექტული და საქართველოსათვის შეურაცხმყოფელია", - განაცხადა დავითაიამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ განაცხადა, რომ "საქართველოს აღარ უნდა ჰქონდეს პოლონეთის ისეთი კეთილგანწყობის იმედი, როგორც ეს ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის დროს იყო. მისივე თქმით, სააკაშვილის სურვილის გამო იგი საქართველში ვიზიტებს არ განახორციელებს".

ბრონისლავ კომოროვსკის მიერ საქართველოს მისამართით გაკეთებულ ამ განცხადებების გამო, პოლონელმა დიპლომატმა, ანა ფოტიგამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში პროტესტის ნიშნად დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე