საქართველოს მთავრობაში მორიგ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით შესაძლოა, განცხადება დღესვე გაკეთდეს.
ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, განცხადებას პრემიერი ნიკა გილაური გააკეთებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობებს დატოვებენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე.