ალექსანდრე კვიტაშვილს ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა რექტორის არჩევნებში მონაწილეობას

ალექსანდრე კვიტაშვილს ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა რექტორის არჩევნებში მონაწილეობას

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები დეკემბერში ჩატარდება.

როგორც ჟურნალისტებს ახლად არჩეულმა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განუცხადა, ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას რექტორის არჩევნებში. მისი თქმით, მანამდე საკმაო დროა, რომ კონკურსში მონაწილეობის საკითხი გადაწყვიტოს.

კვიტაშვილის განცხადებით, დეკემბრამდე უნივერსიტეტი მოემზადება რექტორის არჩევნებისთვის, ასევე, სწავლის დაწყებისთვის. მისივე თქმით, მისთვის დიდი პატივია უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის თანამდებობაზე დანიშვნა და ამისთვის მადლობას უხდის რექტორის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელ ნუგზარ სურგულაძეს, რომელმაც, კვიტაშვილის თქმით, მისი კანდიდატურა წარადგინა.

ნუგზარ სურგულაძის განცხადებით კი, იგი უბრუნდება სამეცნიერო საქმიანობას. მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ, როდესაც უნივერსიტეტში კრიტიკული სიტუაცია იყო, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დანიშვნა შესთავაზეს. სურგულაძის განცხადებით, მან უარი ვერ თქვა, ვინაიდან სხვა გამოსავალი არ იყო.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე