კულტურის მინისტრი ნიკა რურუა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას სულელურ ჭორს უწოდებს.
ნიკა რურუამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ამ საკითხზე ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა.
"ნება მომეცით, ამ სულელურ ჭორთან დაკავშირებით კომენტარი არ გავაკეთო", - აღნიშნა რურუამ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა რურუას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გავრცელდა.