მსოფლიოს ყოფილი ლიდერები საქართველოში 7 სექტემბერს ჩამოვლენ

მსოფლიოს ყოფილი ლიდერები საქართველოში 7 სექტემბერს ჩამოვლენ

ყოფილი მსოფლიო ლიდერები, მათ შორის აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მდივანი უილიამ პერი და და საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი საქართველოში 7 სექტემბერს ჩამოვლენ. ამის შესახებ მათი მოგზაურობის ორგანიზატორის, "World Leaders Travel"-ის ვებგვერდი იუწყება.

ლიდერები რუსეთში, თურქეთში, საქართველოში, უკრაინასა და აზერბაიჯანში იმოგზაურებენ. პროგრამა სხვადასხვა თემაზე ლექციებსა და განხილვებს ითვალისწინებს.

ყოფილი ლიდერები ქვეყნების ხელისუფლებებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდებიან, ექსპერტების თანხლებით ექსკურსიებს მოაწყობენ და ისტორიულ ადგილებს დაათვალიერებენ.

ჯგუფი საქართველოს, კერძოდ კი, ბათუმს მოგზაურობის მერვე დღეს – 7 სექტემბერს ეწვევა. მეორე დღეს დელეგაცია, სავარაუდოდ, ბაქოში გაემგზავრება.

მოგზაურობა მოსკოვში 30 აგვისტოს დაიწყო და 15 სექტემბერს სტამბულში დასრულდება.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე