ჯონ ბასი კონდოლიზა რაისის საქართველოში ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს

ჯონ ბასი კონდოლიზა რაისის საქართველოში ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს

აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის საქართველოში არაოფიციალურ ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს.

აშშ-ის ელჩი მიიჩნევს, რომ კონდოლიზა რაისის ვიზიტი საქართველოში ხაზს უსვამს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს.

"ყოფილი სახელმწიფო მდივანი საქართველოში ჩამოდის შავი ზღვის ქვეყნების ტურის ფარგლებში. ვიზიტის მიზნების დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს პერსონალური ვიზიტია. მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტი. ეს ხაზს უსვამს იმ ცვლილებებს, რომელიც საქართველოში ხორციელდება", - განაცხადა ჯონ ბასმა.

კონდოლიზა რაისის, აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივნის, უილიამ პერისა და მიხეილ გორბაჩოვის საქართველოში ჩამოსვლა 7 სექტემბრისთვის იგეგმება.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე