რუსეთის მომავალ პრეზიდენტთან დაკავშირებულ გამოკითხვაში პრემიერი ვლადიმერ პუტინი ვერ მოხვდა.
კერძოდ, რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის მიერ ამ თემაზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებში პუტინის გვარი არ აღმოჩნდა.
ცენტრის კითხვას "საპრეზიდენტო არჩევნები უახლოეს კვირას რომ ტარდებოდეს, ამ კანდიდატებიდან ვის მისცემდით ხმას", რესპონდენტებმა ასე უპასუხეს: დიმიტრი მედვედევი - 48%, ვლადიმერ ჟირინოვსკი - 4%, გენადი ზიუგანოვი - 4%, სერგეი შოიგუ - 2%.
აქვე მითითებულია, რომ პასუხებში დასახელებულია მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებმაც 2%-ზე მეტი დააგროვეს.
რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა გამოკითხვა 28-29 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის 42 ოლქის, მხარისა და რესპუბლიკის 140 დასახლებულ პუნქტში ჩაატარა. სულ 1600 ადამიანი გამოიკითხა.