"მე არ ვაპირებ პრეზიდენტად კენჭისყრას, თუმცა, ბევრ ქვეყანაში ასეთი რეფერენდუმები ჩატარდა და სხვადასხვა გამოკითხვით ეს შესაძლებელია. საქართველოში ეს ადვილი გასაკეთებელია, თუმცა, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ეს არ უნდა მოხდეს", - განაცხადა სააკაშვილმა ანაკლიაში, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას.
პრეზიდენტმა ანაკლიაში უმრავლესობასთან შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყნის მართვის მოდელის შეცვლასა და დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმებზე ისაუბრა.