ნოდარ ნათაძე: გორბაჩოვის შემოშვება საქართველოსთვის სილის გაწვნაა

ნოდარ ნათაძე: გორბაჩოვის შემოშვება საქართველოსთვის სილის გაწვნაა

როგორც სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე აღნიშნავს, რუსეთის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ გორბაჩოვი საქართველოს მიმართ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულში - მასობრივ მკვლელობაში არის მხილებული. ნათაძე საქართველოში გორბაჩოვის შემოშვებას ქვეყნის შეურაცხყოფად აღიქვამს.

შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ გორბაჩოვი საქართველოს აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან ერთად ეწვევა.

ნოდარ ნათაძე მიიჩნევს, რომ სსრკ-ის ყოფილი მეთაურისა და აშშ-ის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის ერთობლივი ვიზიტი შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ რუსული გეგმით აპირებენ რაღაც ,,დარეგულირების” შემოთავაზებას, ანუ საქართველოს მხრიდან კაპიტულაციის გამოცხადებას.

გაზეთი ”რეზონანსი”

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე