თბილისს ამერიკელი კონგრესმენები ეწვივნენ

თბილისს  ამერიკელი კონგრესმენები ეწვივნენ

თბილისს დღეს ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია ეწვია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, სტუმრების ვიზიტი კრწანისის სასწავლო ცენტრში, ამერიკელ ინსტრუქტორებთან შეხვედრით დაიწყება.

სასწავლო ცენტრის მონახულების შემდეგ კონგრესმენები, სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” ოპოზიციის ლიდერებს შეხვდებიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ამერიკელი სტუმრები საგარეო უწყებაში გადაინაცვლებენ, სადაც დაგეგმილია მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრა.

მომდევნო შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება. კონგრესმენები პარლამენტის სპიკერ დავით ბაქრაძეს შეხვდებიან. დღის ბოლოს კი დაგეგმილია დელეგაციის წევრთა შეხვედრები თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.

ყველა შეხვედრას დაესწრება აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, რომელიც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე