აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საელჩომ საქართველოში ქართველი ჯარისკაცის, მუხრან შუკვანის გარდაცვალების გამო გაავრცელა.

"აშშ-ის მთელი საელჩო დამწუხრებულია და თანაუგრძნობს უფროს ლეიტენანტ მუხრან შუკვანის ოჯახსა და ქართველ ხალხს ავღანეთში განცდილი მძიმე დანაკარგის გამო. უფროსი ლეიტენანტი შუკვანი სამაგალითოდ მეთაურობდა თავის ასეულს და გვერდში ედგა ავღანელ ხალხს შიშისა და ჩაგვრისგან თავისუფალი მომავლის მშენებლობაში. ვგლოვობთ მის გარდაცვალებას და პატივს მივაგებთ უფროს ლეიტენანტ შუკვანის თანამებრძოლთა თავდადებას", - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და ქართველ ხალხს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ავღანეთში, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში, რომელიც საერთო ამოცანების განხორციელებას ემსახურება.

"აშშ დიდად აფასებს საქართველოს როლს, აგრეთვე, მსხვერპლს, რომელიც ამ როლს ახლავს. პატივს მივაგებთ უფროს ლეიტენანტ შუკვანის ხსოვნას და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ მშვიდობიანი და სტაბილური ავღანეთის ასაშენებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად 28 წლის ქართველი ოფიცერი, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი დაიღუპა.

აფეთქების შედეგად ამავე ბატალიონის კაპრალმა, 25 წლის ალექსანდრე გითოლენდიამ ორივე ქვედა კიდური დაკარგა. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, თუმცა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მუხრან შუკვანის საქართველოში ჩამოსვენების დრო ჯერ უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე