დავით ბაქრაძე რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის საფუძვლების ძებნას მათსავე პოლიტიკაში ურჩევს

დავით ბაქრაძე რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის საფუძვლების ძებნას მათსავე პოლიტიკაში ურჩევს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის საფუძვლების ძებნას არა საქართველოში, არამედ მათსავე პოლიტიკაში ურჩევს.

დავით ბაქრაძემ მოსკოვიდან წამოსული ბრალდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნის საპასუხოდ მიიჩნია, სადაც ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველო სანიმუშო ქვეყნად არის დასახელებული.

დავით ბაქრაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ტერორიზმს უფრო და უფრო მეტი მსხვერპლი ჰყავს ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგრამ რუსეთის ფედერაციამ ამის საფუძველი უნდა ეძებოს არა საქართველოში, არამედ - მათსავე პოლიტიკაში.

"ცხინვალსა და აფხაზეთში წარმოებული ძალისმიერი პოლიტიკა და ტერორიზმის საფუძველი არის ის პოლიტიკა, რაც ბუმერანგივით უბრუნდებათ მათ ჩრდილოეთ კავკასიაში", - დასძინა დავით ბაქრაძემ.

გაზეთ "ვრემია ნოვოსტეისთვის" მიცემულ ინტერვიუში რუსეთის შსს-ს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ნიკოლაი სიმაკოვმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი "ბოევიკები" მომზადებას საქართველოს ტერიტორიაზე, სპეციალურ ბანაკებში გადიან.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე