აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე შესაძლოა ნიკოლოზ გოგიტიძე დაინიშნოს

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე შესაძლოა ნიკოლოზ გოგიტიძე დაინიშნოს

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე შესაძლოა ამჟამინდელი დესპანი ნიკოლოზ გოგიტიძე დაინიშნოს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ნიკოლოზ გოგიტიძე ბაქოსთვის მისაღები კანდიდატურაა და, სავარაუდოდ, ხელისუფლებაც გადაწყვეტილებას სწორედ მასზე მიიღებს.

რაც შეეხება ამ თანამდებობაზე პარლამენტის მიერ ჯერ კიდევ 6 აპრილს დამტკიცებულ დეპუტატ ირაკლი ქავთარაძეს, მასზე აზერბაიჯანის საგარეო უწყებიდან აგრემანი არ გამოგზავნილა.

დესპანმა ნიკოლოზ გოგიტიძემ კი დღეს დაადასტურა, რომ ირაკლი ქავთარაძე აზერბაიჯანში ელჩი აღარ იქნება და ის ამ თანამდებობას, სავარაუდოდ, სხვა ქვეყანაში დაიკავებს.

ირაკლი ქავთარაძის მომავალი თანამდებობა ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე