"კომსომოლსკაია პრავდა" - საქართველომ რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაზე უჩქმიტა

"კომსომოლსკაია პრავდა" - საქართველომ რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაზე უჩქმიტა

საქართველომ რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაზე უჩქმიტა, - ამ სათაურით აქვეყნებს მოკლე სტატიას რუსული გაზეთი "კამსამოლსკაია პრავდა".

მასალა ეხება ქართული მხარის გადაწყვეტილებას ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ, რომლის შესახებაც ოფიციალური განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კლანდაძემ გუშინ გააკეთა.

გაზეთს კალანდაძე საგარეო საქმეთა მინისტრად ჰყავს მოხსენიებული, საქართველოს ახალი ინიციატივას კი, "პოლიტიკურ დემარშს" უწოდებს.

"ქართული მხარის გადაწყვეტილება უკავშირდება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსების უვიზოდ გადაადგილებას. ამ ქმედებაში არის ერთი დეტალი, რაც ამ ინიციატივის მომზადებისას ქართულმა დიპლომატიამ გაითვალისწინა, მაგრამ არ უთქვამს. ეს არის "ბოევიკების" თავისუფალი როტაცია, რომლებიც, რუსეთის სპეცსამსახურების ცნობით, ათეულობით წელია, საქართველოში არიან ბაზირებული და სწორედ საქართველოს გავლით ხვდებიან დასავლეთის ქვეყნებში", - წერს "კამსამოლსკაია პრავდა".

ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი 13 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ახალი რეჟიმი ითვალისწინებს ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეის რესპუბლიკების მოქალაქეებისთვის 90-დღიანი უვიზო რეჟიმის შემოღებას. შესაბამისი ბრძანებულბა საქართველოს პრეზიდენტმა 11 ოქტომბრს გამოსცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განმარტებით, გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაა. კერძოდ, ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნის შემდეგ, აღნიშნული რესპუბლიკების მოქალაქეებს გარკვეული სიძნელეები შეექმნათ, რადგან მათ საქართველოს ვიზის მიღებისთვის მოსკოვში ჩასვლა უწევდათ.

"ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლავთ, რომ გვსურს, მეზობელ ხალხებთან ტრადიციული ურთიერთობები აღვადგინოთ. ასევე, დაინტერესებაა განათლების სფეროში, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქეებს სურთ, ქართულ უნივერსიტეტებში მიიღონ განათლება", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მისივე თქმით, გამარტივებული სავიზო რეჟიმი ოფიციალურად გახსნილ ყველა სასაზღვრო პუნქტზე გავრცელდება.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე