შეუშლის თუ არა ხელს ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს ორი ებრაელის დაკავება, - სტატიას ამ სათაურით ებრაული გაზეთი "ჰაარეცი" აქვეყნებს.
ამ კითხვით გამოცემამ ისრაელში ვიზიტით მყოფ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრ ვერა ქობალიას მიმართა.
"საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი რეფორმა გაატარა. 30 000 ათასი პოლიციელი გაათვისუფლა, მიზანი კორუფციის აღმოფხვრა იყო. ახლა ჩვენი ბიზნესმენები თავს დაცულად გრძნობენ და მხოლოდ გადასახადებს იხდიან. ფრენკელი და ფუქსი ითვლებიან უდანაშაულოდ, ვიდრე დანაშაული არ დაუმტკიცდებათ. ისინი უზრუნველყოფლი იქნებიან დაცვით, რათა თავიანთი უდანაშაულობა დაამტკიცონ", - განაცხადა ვერა ქობალიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი დაინტერესდა დაკავებული ბიზნესმენების ბედით, სააკაშვილს ტელეფონით ესაუბრა და ხომ არაფერი იცით ამ დიალოგის შესახებ, ქართველმა მინისტრმა უპასუხა - "პრეზიდენტს მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებზე ვესაუბრები".