მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, იახტ-კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე 3,5 კმ გაცურა

მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, იახტ-კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე 3,5 კმ გაცურა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში, იახტ-კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში 3,5 კმ გაცურა.

"წყალი არის სუპერ; ასეთი წყალია ხმელთაშუა ზღვაში ივნისის ბოლოს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა აიპოდ-ის საშუალებით ევროპულ კურორტებზე არსებული კლიმატური მონაცემები ბათუმის პირობებს შეადარა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, აჭარაში ზღვაში ბანაობა და მზეზე გარუჯვა წელიწადში 6 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

Video

მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში 3,5 კმ გაცურა

"იმათ გასაგებად, ვინც ამბობს, რომ ბათუმი ძალიან ტენიანია - ახლა ვნახე მსოფლიოს კურორტებზე არსებული ტემპერატურა და ტენიანობის მაჩვენებელი. ბათუმში ტემპერატურა 29 გრადუსია, ტენიანობა - 42 გრადუსი. ბოდრუმში ტემპერატურა 22 გრადუსი, ხოლო ტენიანობა - 68 გრადუსია; ნიცაში ტემპერატურა 6 გრადუსია, ტენიანობა კი - 53 გრადუსი. ეს არის ერთ-ერთი ახნას იმისა, რატომ შეჰყურებს ოკუპანტი შურის თვალით ჩვენს ქვეყანას და რატომ უნდა მისი მიტაცება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"