სააკაშვილი: საქართველოს ერთობა და ძლიერება ტანკების, რაკეტების ან ავტომატების რაოდენობაში არ არის

სააკაშვილი: საქართველოს ერთობა და ძლიერება ტანკების, რაკეტების ან ავტომატების რაოდენობაში არ არის

საქართველოს ერთობა, საქართველოს ძლიერება ტანკების, რაკეტების ან ავტომატების როდენობაში არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალქალაქში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს სიძლიერე მის ერთობაშია და სამცხე- ჯავახეთის ახალი გზა სწორედ ერთიანობას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

"ამ გზას მოაქვს სიმდიდრე, კეთილდღეობა, უკეთესი მომავალი ჩვენი ბავშვებისათვის. საქართველოს სიძლიერე არის ჩვენს ერთობაში. მე ვარ რა თქმა უნდა, აფხაზეთის შვილი, რა თქმა უნდა, ვარ სამეგრელოს შვილი, რა თქმა უნდა ვარ კახეთის, ქართლის შვილი, მაგრამ დღეს, როგორც არასდროს, ამ ისტორიულ დღეს, მინდა ამაყად განვაცხადო, ჩემ ძმებთან, სამოელ პეტროსიანთან და არსენ კარაპეტიანთან ერთად, მე ვარ ჯავახეთის და ე. ი. ჩვენი საქართველოს, ჩვენი ერთიანი სამშობლოს შვილი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ვარდების რევოლუციიდან 7 წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ბევრის გაკეთება შეძლო, თუმცა კვლავ ბევრია გასაკეთებელი.

"მალე ვარდების რევოლუციის 7 წლისთავია და მინდა ჩემი თვალით ვნახო, რა შეიცვალა საქართველოში. რა გაუმჯობესდა, რა კეთდება და კიდევ რამდენია გასაკეთებელი. რამდენიმე დღის წინ ვიყავი სოფელ შამგონაში. იქედან ჩემი თვალით ვუყურე აფხაზეთს, ჩვენს მშობლიურ მიწას, რომელიც არის გასათავისუფლებელი და გველეშაპის კლანჭებიდან გამოსახსნელი. რა თქმა უნდა, მე ვარ აფხაზეთის შვილი. მე ვიყავი სამეგრელოში და ვიყავი წარმოუდგენელი სილამაზის ხეობაში, რომელიც არის აბაშის წყალში. ამ ხეობიდან რამდენიმე კილომეტრში ამ ხეობასა და ნოქალაქევის უძველეს ციხე კოშკს შორის არის ჩემი წინაპრების ნასახლარი და რა თქმა უნდა, ჩემი გული იქ სხვანაირად ცემს, რა თქმაუნდა მე ვარ სამეგრელოს შვილი. გუშინ მე ვიყავი კახეთში და კახეთში, როგორც არასდროს, მე ვგრძნობდი, რომ მე ვარ კახეთის შვილი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე