ბარაქ ობამა დიმიტრი მედვედევს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ ესაუბრა

ბარაქ ობამა დიმიტრი მედვედევს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ ესაუბრა

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის "ძალიან გულითადი" შეხვედრა გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა არასასიამოვნო საკითხებიც განიხილეს , - "რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს ვაშინგტონში, ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აცნობა და სთხოვა, მისი ვინაობა არ დაესახელებინა.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ბარაქ ობამამ მას უამბო, რომ დიმიტრი მედვედევს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებაც ესაუბრა. "პრეზიდენტ ობამას აზრით, სამიტი არსებობს არა მხოლოდ თანამშრომლობაზე, არამედ უთანხმოებებზე მოსალაპარაკებლადაც. მას სჯერა, რომ ასე შესაძლებელია შემცირდეს გაუგებრობა, რომელმაც, შესაძლოა, არასასურველ შედეგებამდე მიგვიყვანოს", - ნათქვამია "რია ნოვოსტის" ხელთ აღმოჩენილ ანგარიშში.

ამ თვალსაზრისით და ასევე იმის გამო, რომ ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან დაგეგმილი შეხვედრის გამო ბარაქ ობამას ნატო-რუსეთის საბჭოს ადრე დატოვება მოუხდა, მან დიმიტრი მედვედევთან "ერთი ერთზე" შეხვედრის ორგანიზება ითხოვა.

როგორც ადმინისტრაციის ანონიმურმა თანამშრომელმა აღნიშნა, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა იმსჯელეს სტრატეგიული თავდასხმითი იარაღის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციაზეც, რომლის განხილვასაც ამერიკელი სენატორები მუდმივად აგდებენ. "პრეზიდენტი მედვედევი დარწმუნებულია, რომ ობამა თანდათან თავისას მიაღწევს. მათ ამ თემაზე ძალიან თბილი საუბარი ჰქონდათ", - აღნიშნა ობამას ადმინისტრაციის ანონიმურმა თანამშრომელმა.

ობამა-მედვედევის შესახებ მცირე განცხადება ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხების კურატორმა ბენ როდსმაც გააკეთა. "მათ დაახლოებით 15-20 წუთი ისაუბრეს. ეს იყო ორმხრივი შეხვედრა - ფორმალური და დაუგეგმავი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლიდერებს ძლიერი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ", - განაცხადა როდსმა.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრა ლისაბონში გუშინ გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე