სასტუმრო "ტიარა" ქართულ დელეგაციასთან დაკავშირებულ ინციდენტს უარყოფს

სასტუმრო "ტიარა" ქართულ დელეგაციასთან დაკავშირებულ ინციდენტს უარყოფს

სასტუმრო "ტიარას" ადმინისტრაცია ქართულ დელეგაციასთან დაკავშირებულ სკანდალს არ ადასტურებს. სასტუმროს გენერალური მენეჯერი კონცეიშაო რიბეირო "ინტერპრესნიუსთან" ამბობს, რომ გაზეთის მიერ გამოქვეყნებული სტატია თავიდან ბოლომდე სიცრუეა.

"მე წავიკითხე სტატია, მაგრამ ამ ამბავში ჩაღრმავების სურვილი არ მაქვს, რადგან აქ არაფერი მომხდარა. მე გენერალური მენეჯერი ვარ, სასტუმროში ვცხოვრობ, აქ 24 საათის განმავლობაში ვიმყოფებოდი და გარწმუნებთ, რომ არანაირ ინციდენტს ადგილი არ ქონია. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია",-აღნიშნა მან.

საპირისპიროს ამტკიცებს პორტუგალიური ყოველდღიური გაზეთი "მორნინგ პოსტი", რომელმაც  ქართულ დელეგაციასთან დაკავშირებული სკანდალი გამოაქვეყნა. 

როგორც გაზეთის რედაქტორის მოადგილე ერმანდუ პერეირა "ინტერპრესნიუსთან" სატელეფონო საუბარში აცხადებს, გამომცემლობამ ინფორმაცია, რომ ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა სასტუმროში მსუბუქი ყოფაქცევის 80 ქალბატონი მიიწვიეს და წვეულება მოაწყვეს, პორტუგალიელი პოლიციელებისგან მოიპოვა.  

"ამ თემაზე ჩვენი გაზეთის ორი ჟურნალისტი მუშაობდა. მათ ეს ინფორმაცია იმ რამდენიმე პოლიციელისგან მოიპოვეს, რომლებიც სასტუმროში დელეგაციების უსაფრთხოებას იცავდნენ და უნებლიედ გახდნენ მეძავეებთან დაკავშირებული ინციდენტის უშუალო თვითმხილველები. 

სწორედ მათგან შევიტყვეთ, რომ ქართველების წვეულებამ და ხმაურმა პრეზიდენტი სარკოზი შეაწუხა, ინციდენტზე ოფიციალური საქმე არ აღძრულა. ქართველებს დანაშაული ხომ არ ჩაუდენიათ?! მათ გოგოები დაპატიჟეს და წვეულება მოაწყვეს. პორტუგალიაში ეს ლეგალურია",- ამბობს "მორნინგ პოსტის" რედაქტორის მოადგილე.

"მესმის, რომ სასტუმროს ადმინისტრაცია უარყოფს ჩვენს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მაგრამ ის, რაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, სიმართლეა", - აღნიშნა მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

Video

სასტუმრო ტიარას ადმინისტრაციის და მორნინგ სტარის კომენტარი ქართული დელეგაციის ინციდენტთან დაკავშირებით

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე