ეკა ტყეშელაშვილს სახელმწიფო მინისტრად დანიშვნის პირველივე თვეში პრემია გამოუწერეს

ეკა ტყეშელაშვილს სახელმწიფო მინისტრად დანიშვნის პირველივე თვეში პრემია გამოუწერეს

ეკა ტყეშელაშვილს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე თვეში 4 000 ლარი პრემია გამოუწერეს. აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე www.opendata.ge.

ვებგვერდისთვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ოფიციალური ცნობის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის შემდეგ, ეკა ტყეშელაშვილისთვის ხელზე ასაღები პრემიის ოდენობა 2010 წლის დეკემბერში 3 200 ლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება ყოფილ მინისტრს, თემურ იაკობაშვილს, ხელფასის ოდენობის პრემიას გასული წლის განმავლობაში იგი ყოველთვიურად იღებდა.

2010 წლის განმავლობაში თემურ იაკობაშვილს ხელფასის სახით 35 400 ლარი და ამავე რაოდენობის პრემია აქვს აღებული. 2009 წელს კი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრის პრემიის ჯამური ოდენობა ხელფასის მთლიან მოცულობას აღემატება. კერძოდ, იაკობაშვილის ხელფასის სახით 2009 წელს 42 480 ლარი აქვს აღებული, ხოლო პრემიის სახით - 46 020 ლარი.

www.opendata.ge-სთვის მიწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციას ხელს აწერს სახელმწიფო მინისტრის აპარტის უფროსი ნინო დარჩიაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე