პროექტი "პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს" ხვალ 18:00 საათზე დაიწყება

პროექტი "პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს" ხვალ 18:00 საათზე დაიწყება

პროექტი "პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს" ხვალ "პირველი საინფორმაციო კავკასიურის" საშუალებით 18:00 საათზე გავა ეთერში.

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა, მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ეს არის სწორედ "პირველი საინფორმაციო კავკასიურის" საშუალებით მომზადებული პროექტი. ისინი ხვალ იწყებენ მაუწყებლობას და მათი სურვილი იყო, პირველი სტუმარი სწორედ პრეზიდენტი ყოფილიყო. შედეგად, შედგა შეთანხმება, რომ პროექტი შედგება და მასში იქნება ჩართული მთელი ქვეყნის მოსახლეობა", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტისთვის კითხვის დასმის საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს ექნება president@gpb.ge-ს საშუალებით, ასევე, საგანგებო სატელეფონო ხაზით.

"მთელი დღის განმავლობაში და პირდაპირი ეთერის მიმდინარეობის დროსაც იმუშავებს საინფორმაციო ცენტრი და ცენტრი მიიღებს ხალხის შეკითხვებს", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, ხვალ პრეზიდენტი უპასუხებს კითხვებს ყველა სფეროსა და პრობლემაზე და ეს პროექტი იქნება გამომდინარე ხალხის ინტერესებიდან. პროექტში ჩართული იქნება რეგიონული მედიაც.

"იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის საკმაოდ მასშტაბური პროექტი, რთულია იმის თქმა, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ხვალინდელი პირდაპირი ეთერი", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

არსებული ინფორმაციით, "პირველი კავკასიურის" გარდა, პროექტი ნაციონალური ტელეარხებითაც გადაიცემა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე