სააკაშვილს გომერ სიმფსონმა აჯობა...

სააკაშვილს გომერ სიმფსონმა აჯობა...

საქართველოს პრეზიდენტის გვარი მსოფლიოს სხვა პოპულარული პოლიტიკოსების მსგავსად, "სიმფსონების" სერიალში მოხვდა. სერიალის 22-ე სეზონის მე-14 სერიაში სააკაშვილის გვარი "ოქროს გლობუსზე" წარდგენილი ნამუშევრის სათაურში ფიგურირებს. 

სცენარის მიხედვით, მართალია "სააკაშვილის გაზაფხულმა" ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა და მას ბარტ სიმფსონის "გაბრაზებულმა მამამ" აჯობა, მაგრამ ჩვენთვის ორი რამ არის ნიშანდობლივი: პირველი - სააკაშვილი მსოფლიოში იმდენად პოპულარულია, რომ ცნობილი სერიალის ავტორებმა მისი გვარის ფილმში გამოყენება გადაწყვიტეს და მეორე - რა კონტექსტში გამოიყენეს ავტორებმა საქართველოს პრეზიდენტის გვარი...

სამწუხაროდ, "სააკაშვილის გაზაფხული" სადისტურ მულტფილმს ერქვა, სადაც ომით დანგრეულ ქალაქში შავი ტანკი ბავშვებს ხოცავს...

იხილეთ ვიდეო

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე