მიხეილ სააკაშვილი -მთავარი არ არის, ვის რა ფერის კომბინიზონი აცვია

მიხეილ სააკაშვილი -მთავარი არ არის, ვის რა ფერის კომბინიზონი აცვია

მთავარი ის კი არ არის, ვის რა ფერის კომბინიზონი აცვია, მთავარია ვინ რას ლაპარაკობს და ამ ლაპარაკის შემდეგ რა ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბაკურიანში სტუმრობისას განაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა სასმელი წყლის საფილტრაციო სისტემის მშენებლობა დაათვალიერა, რომლის განხორციელებაც შარშან ათასწლეულის გამოწვევის ფარგლებში დაიწყო.

15 მარტისთვის ამ სისტემაში წყლის საცდელი გაშვება იგეგმება, აპრილიდან კი ბაკურიანში 15 000 აბონენტს გაფილტრული წყალი მიეწოდება.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბაკურიანის აღორძინების პირობა ორი წლის წინ დადო, მაგრამ მაშინ მის სიტყვებს არავინ მოუსმინა, ყურადღება მხოლოდ მის მწვანე კომბინიზონს მიაქციეს.

"მაშინ ზოგიერთს ჩემი მწვანე კომბინიზონი არ მოეწონა, ახლა შეიძლება ყვითელი არ მოეწონოთ, თუმცა ეს მთავარი არ არის. აქ იმის სანახავად ჩამოვედი, რა გაკეთდა იქიდან, რაც ორი წლის წინ დავგეგმეთ - გაკეთდა 100%-ით ყველაფერი და ასე უნდა გავაგრძელოთ", - განაცხაად პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ბაკურიანში უკვე განვითარებული ინფრასტრუქტურა და მსოფლიო დონის ტრასებია, განსხვავებით წინა წლებისგან, როდესაც მისთვის ბაკურიანი ყველაფერ "ჩამონგრეულისა და ჩამოძონძილის" სიმბოლო იყო.

პრეზიდენტი ბაკურიანში გიგანტურ სლალომში საქართველოს თასის ტურნირის მონაწილეებსაც შეხვდა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე