ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:14 / 24-03-2011
გია ნოდია - საქართველოს ბოლო 8 საუკუნის განმავლობაში ყველაზე ეფექტური ხელისუფლება ჰყავს
საქართველოს ბოლო 8 საუკუნის განმავლობაში ყველაზე ეფექტური ხელისუფლება ჰყავს, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ნოდიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ როსის 76-ე სემინარზე განაცხადა.

მისივე თქმით, მე-12 საუკუნის შემდეგ საქართველოს ასეთი ეფექტური მთავრობა არ ჰყოლია.

გია ნოდიამ ისაუბრა დემოკრატიულ პროცესებზე ქვეყანაში და აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები ნაბიჯ-ნაბიჯ, თუმცა ეფექტურად მიმდინარეობს.

მისივე თქმით, დემორკატიის დეფიციტის სამი მიზეზი არსებობს. "ეს არის პერსონალიები, როდესაც ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი ძალის ხელში ხდება; მეორე -ამის მიზეზია, საუბარი იმაზე, რომ რევოლუციის გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, რის მიმართაც, მე პირადად, სკეპტიკურად
ვარ განწყობილი და მესამე -ეს არის კონსტიტუცია, რომელიც არ იყო დემოკრატიული, თუმცა ახლა ეს პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია. ცვლილებების შემდეგ, ის უფრო დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს", - განაცხადა გია ნოდიამ.

ქართველი ექსპერტის თქმით, საქართველოში დემოკრატიული პროცესები იდეალურად არ მიმდინარეობს, თუმცა ნელ-ნელა ყალიბდება დემოკრატიული ინსტიტუტები.

"ამას სჭირდება დრო; ჯადოსნური ჯოხის გამოყენებით, ერთ ღამეში საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად ვერ გადავაქცევთ", - განაცხადა გია ნოდიამ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ეფექტურია და 21-ე საუკუნის სტანდარტებს მორგებული, თუმცა დემოკრატია ნიშნავს ძალაუფლების გადანაწილებას სახელისუფლო შტოებს შორის.


"ინტერპრესნიუსი"
13:26 / 25-03-2011
imeda
0
ნოდია შე საცოდავო, გგონია რომ ამითი ნაცებს ასიამოვნებ? მათთვისაც კი სასაცილო რამე თქვი ეხლა შე გვარის შემარცხვენელო..ისტორია თუ არ იცი - დააყენე ეგ...აბა ასეთ რამეს რომ იტყვის ეს ურცხვი არსება - ამას უნდა ანდო განათლების სისტემაა..?? (თუმცა ხომ უწერდა თავის თავს ეს უსინდისო პრემიებს..)
12:34 / 25-03-2011
datiko
0
ისტორია ან არ წაგიკითხავთ, ან შეგნებულად ცრუობთ უცხოელებთან. ესე იგი გიორგი ბრწყინვალე 12-ე საუკუნემდე იყო, იქნებ თვლით, რომ მიშა და მისი ხელისუფლება უფრო ამაგდარია.

პ.ს. ძალიან გთხოვთ ჟურნალისტებს, დაუსვით ეს კითხვა ნოდიას.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
12:18 / 29-07-2017  Image ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა - არიან დაშავებულები
გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, იქ დასაქმებული 2 ადამიანი დაშავდა
12:59 / 29-07-2017  Image ანტალიაში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
ანტალიაში ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ხანძარი გაჩნდა
14:58 / 29-07-2017  Image "მჭირდები ელე!!! გთხოვ იბრძოლო, არ გაბედო ჩემი მიტოვება" - ალეკო ელისაშვილის ემოციური პოსტი
"ელე მძიმედ ავადაა. ელე სიმსივნეს ებრძვის"
10:02 / 29-07-2017  Image რო­გორ ააცი­ლა ღვთის­მ­შობ­ლის კვარ­თ­მა ზუგ­დი­დი გან­საც­დელს - "ამა­ზე დიდ სას­წა­ულს რას უნ­და მო­ეს­წ­როს ადა­მი­ა­ნი, არ ვი­ცი"
"ღვთის­მ­შო­ბე­ლი იცავ­და ამ ქა­ლაქს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს"
15:36 / 28-07-2017  Image როგორ აღმოჩნდა ჯანეტ ქერდიყოშვილი ლეონარდო დიკაპრიოს გრანდიოზულ წვეულებაზე
ჯანეტ ქერდიყოშვილი ამჯერად საფრანგეთში, კერძოდ სენ-ტროპეში იმყოფება
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49