გია ნოდია - საქართველოს ბოლო 8 საუკუნის განმავლობაში ყველაზე ეფექტური ხელისუფლება ჰყავს

გია ნოდია - საქართველოს ბოლო 8 საუკუნის განმავლობაში ყველაზე ეფექტური ხელისუფლება ჰყავს

საქართველოს ბოლო 8 საუკუნის განმავლობაში ყველაზე ეფექტური ხელისუფლება ჰყავს, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ნოდიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ როსის 76-ე სემინარზე განაცხადა.

მისივე თქმით, მე-12 საუკუნის შემდეგ საქართველოს ასეთი ეფექტური მთავრობა არ ჰყოლია.

გია ნოდიამ ისაუბრა დემოკრატიულ პროცესებზე ქვეყანაში და აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები ნაბიჯ-ნაბიჯ, თუმცა ეფექტურად მიმდინარეობს.

მისივე თქმით, დემორკატიის დეფიციტის სამი მიზეზი არსებობს. "ეს არის პერსონალიები, როდესაც ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი ძალის ხელში ხდება; მეორე -ამის მიზეზია, საუბარი იმაზე, რომ რევოლუციის გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, რის მიმართაც, მე პირადად, სკეპტიკურად ვარ განწყობილი და მესამე -ეს არის კონსტიტუცია, რომელიც არ იყო დემოკრატიული, თუმცა ახლა ეს პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია. ცვლილებების შემდეგ, ის უფრო დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს", - განაცხადა გია ნოდიამ.

ქართველი ექსპერტის თქმით, საქართველოში დემოკრატიული პროცესები იდეალურად არ მიმდინარეობს, თუმცა ნელ-ნელა ყალიბდება დემოკრატიული ინსტიტუტები.

"ამას სჭირდება დრო; ჯადოსნური ჯოხის გამოყენებით, ერთ ღამეში საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად ვერ გადავაქცევთ", - განაცხადა გია ნოდიამ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ეფექტურია და 21-ე საუკუნის სტანდარტებს მორგებული, თუმცა დემოკრატია ნიშნავს ძალაუფლების გადანაწილებას სახელისუფლო შტოებს შორის.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე