თომას დე ვაალი - საქართველოს მმართველმა ელიტამ საკუთარი თავი ხელახლა უნდა გამოიგონოს

თომას დე ვაალი - საქართველოს მმართველმა ელიტამ საკუთარი თავი ხელახლა უნდა გამოიგონოს

carnegieendowment.org

საქართველო გარდამავალ პერიოდში შედის მისი საპარალამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებით 2012-2013 წლებში, რის შემდეგაც ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება. დღევანდელმა მთავრობამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ფუნქციონირებადი სახელმწიფოს მშენებლობაში, რომელიც მოქალაქეებს მომსახურებას სთავაზობს, თუმცა საქართველოს ეკომომიკური სურათი კვლავ ძალიან არადამაჯერებელია.  

მმართველ ელიტას, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არ ჰყავს სერიოზული შიდა პოლიტიკური ოპოზიცია, თუმცა ის ისეთი გამოწვევის წინაშე დგას, რომ საკუთარი თავი ხელახლა უნდა გამოგონოს. ის ანგარიშვალდებულების დეფიციტს განიცდის და საქართველოს ერთპარტიულ სახელმწიფოდ გადაქცევის საფრთხეს უქმნის.

წლების განმავლობაში არაფორმალური და იმპროვიზირებული გზით მართვის შემდეგ, საქართველოს მთავრობას სჭირდება ინსტიტუტების აშენება და არჩევანის გაკეთება გრძელვადიანი განვითარების მოდელის სასარგებლოდ. სამი იდეა საქართველოს განსხვავებული მიმართულებით ექაჩება. ერთი - კონსერვატიული ტრადიციული კონცეფციაა "ძველი საქართველოს" შესახებ, რომელიც პატივსაცემია, თუმცა მას, როგორც ეკონომიკურ ან პოლიტიკურ მოდელს მცირე პოტენციალი გააჩნია. მეორე იდეას, რომელიც საქართველოს მეორე "სინგაპურად" მოიაზრებს, გახსნილს მსოფლიო ინვესტიციებისთვის, ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, განსაკუთრებით ჯერ კიდევ გავლენიან ლიბერტარიანულ ჯგუფში, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოს მაქსიმალური დერეგულაცია ესაჭიროება. თუმცა დღევანდელ დღეს საქართველოში უცხოური ინვესტიციების ვარდნაა და ეს მოდელი ვერ გადაწყვეტს ისეთ ღრმა პრობლემებს, როგორიცაა, სიღატაკე რეგიონებში და უმუშევრობის მაღალი დონე.  

ევროკავშირი მესამე გზას სთავაზობს, სავარაუდო ღრმა და ყოველმხრივი თავისუფალი ვაჭრობის სფეროს, რომელიც ინსტიტუციონალური რეფორმების სანაცვლოდ ქვეყნისთვის ევროკავშირის ერთიან ბაზარს პრივილეგირებულად ხელმისაწვდომს გახდიდა. ეს გზა მმართველი ელიტისგან მოითხოვს უარის თქმას, როგორც პოლიტიკურ ასევე ეკონომიკურ ძალაუფლებაზე. ევროკავშირმა ეს იდეა არასაკმარისად "გაყიდა" და ის მეტ უცხოურ ტექნიკურ დამხარებას მოითხოვს იმ მარეგულირებელი ტვირთის შესამსუბუქებლად, რომელსაც ის ქვეყანას დააკისრებს. მაგრამ ეს გზა საქართველოს გრძელვადიან განვითარებაზე იმედისმომცემ პერსპექტივას და ევროპაში დამკვიდრების შესაძლებლობას სთავაზობს.

თომას დე ვაალი

foreignpress.ge

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე