სოზარ სუბარი - ირაკლი ოქრუაშვილი საჯარო გამოსვლაში ყველა დაგროვილ შეკითხვას უპასუხებს

სოზარ სუბარი - ირაკლი ოქრუაშვილი საჯარო გამოსვლაში ყველა დაგროვილ შეკითხვას უპასუხებს

ირაკლი ოქრუაშვილი უახლოეს ხანებში საჯარო გამოსვლაში ყველა დაგროვილ შეკითხვას უპასუხებს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სოზარ სუბარმა ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში განუცხადა.

სუბარის თქმით, პიარკონსულტანტებთან ერთად ირაკლი ოქრუაშვილის საჯარო გამოსვლას გეგმავენ არა ერთი რომელიმე კონკრეტული საინფორმაციო საშუალებისთვის, არამედ ყველასთვის ერთად. სუბარმა აღნიშნა, რომ ეს ფეისბუქის ან რაიმე ისეთი ელექტრონული მედიის საშუალებით იქნება, სადაც ოქრუაშვილი ყველა დაგროვილ შეკითხვას უპასუხებს.

ირაკლი ოქრუაშვილს მის მიმართ წარდგენილ ბოლო ბრალდებასთან და მისი თანამოაზრეების დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე