"დემოკრატიული მოძრაობა" ფოტორეპორტიორების დაპატიმრებას გმობს

"დემოკრატიული მოძრაობა" ფოტორეპორტიორების დაპატიმრებას გმობს

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" ფოტორეპორტიორების დაპატიმრებასა და მათ საქმეზე გრიფი -"საიდუმლოს" დადების ფაქტს გმობს.

"26 მაისის შემდეგ საქართველოში სხვა რეალობაა და რეჟიმის მხრიდან ბოლო ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ყველა მოქმედება მოსახლეობის საბოლოო დამონებას და განსხვავებული აზრის ჩახშობას ემსახურება. ეს არის პირდაპირი ზეწოლა მედიაზე, ყველაზე, ვინც მეტ-ნაკლებად ობიექტურად ასრულებს ჟურნალისტის პროფესიულ მოვალეობას და მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის პირად ჟურნალისტად მუშაობისა, დაკავებული ფოტოგრაფების პროფესიონალიზმი და ობიექტურობა ერთი წამით არ დამდგარა ეჭქვეშ საზოგადოების მხრიდან", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ დაკავებულმა ფოტორეპორტიორებმა მაღალი პროფესიონალიზმით და სინდისის კარნახით ობიექტურად გააშუქეს "26 მაისის სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაცია".

"ის, რომ ევროპაში ახალი დიქტატორი დაიბადა სააკაშვილის სახით, ყოველდღიურად მტკიცდება და პრეზიდენტის პირადი პატიმრების რიცხვიც ადეკვატურად იზრდება. "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" თანადგომას უცხადებს აბსურდული ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტიორებს და მოითხოვს, თუ ეს ადამიანები მართლაც გადასცემდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს საიდუმლო ინფორმაციას, მაშინ დაუყვნებლივ დატოვოს თანამდებობა და აღიძრას საქმე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის და ყველა იმ თანამდებობის პირის მიმართ, რომლებმაც ვერ უზრუნვეყვეს სახელმწიფოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ დაისჯება პასუხისმგებელი უმაღლესი თანამდებობის ყველა ეს პირი, მაშინ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული ფოტორეპორტიორები", - აცხადებენ პარტიაში.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე