კობა ნაყოფია კანარის კუნძულებზე 300.0 კვ.მ ფართის აგარაკს ფლობს

კობა ნაყოფია კანარის კუნძულებზე 300.0 კვ.მ ფართის აგარაკს ფლობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნაყოფია კანარის კუნძულებზე 300.0 კვ.მ ფართის აგარაკს ფლობს.

გარდა ამისა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კობა ნაყოფია მოსკოვში 55.0 კვ.მ ფართის ბინას ფლობს, ასევე, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი აქვს გალში, თბილისში დიღმის მასივში 11 301 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კი 198.0 კვ.მ ფართის ბინის მფლობელია.

ნაყოფიას მეუღლე ელგა სოფია მოსკოვში, 167 კვ.მ ფართის ბინის მფლობელია, ასევე, სოფია თბილისშიც ფლობს ორ საცხოვრებელ ბინას და ასევე ორ მშენებარე ბინას. ჭავჭავაძის გამზირზე ბინას ფლობს კობა ნაყოფიას ვაჟიც, ნიკოლოზ ნაყოფია. კობა ნაყოფია დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში 1670 კვ.მ ფართის მშენებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეც არის.

დეპუტატ კობა ნაყოფიას ოჯახი ფლობს 5 მსუბუქ ავტომანქანას და ლადო გუდიაშვილის ორ ფერწერულ ტილოს.

რაც შეეხება ნაყოფიას ოჯახის შემოსავალს, 2010 წელს კობა ნაყოფიას შრომის ანაზღაურება პარლამენტის წევრის თანამდებობაზე, 49 172 ლარი იყო, ნიკოლოზ ნაყოფიას შემოსავალი, რომელიც შპს "კვარციტის" გენერალური დირექტორის კონსულტანტია საერთაშორისო საკითხებში – 3 000 309 ლარი, ელგა სოფიამ შპს "ზარაფხანას" დირექტორის კონსულტანტობიდან 23 288 ლარი, ხოლო შპს "დაფიონი სამკაულის" დირექტორის კონსულტანტობიდან – 18 766 ლარი მიიღო.

ნაყოფიას ოჯახს შარშან, სესხებისა და იპოთეკის დასაფარად, საკმაოდ დიდი გასავალიც ჰქონდა. კერძოდ, მათი ოჯახის გასავალი 2010 წელს ჯამში 1,5 მილიონ ლარზე მეტი იყო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა