რუსეთის სომხური დიასპორა სამცხე-ჯავახეთის ავტონომიას ითხოვს

რუსეთის სომხური დიასპორა სამცხე-ჯავახეთის ავტონომიას ითხოვს

რუსეთში მოქმედი სომხური ორგანიზაცია "ჯავახსკაია დიასპორა" საქართველოს ხელისუფლებას სომეხი მოსახლეობის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და სამცხე-ჯავახეთის ავტონომიის გამოცხადების მოწოდებით გამოდის.

"ჯავახსკაია დიასპორას" პრეზიდენტმა, აგასი არაბიანმა, რომელიც ერევანში გამართულ სრულიად სომეხთა ფორუმს ესწრებოდა, საქართველოში სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებაც მოითხოვა.

"სომხები უსაყვარლეს კუთხეს, ჯავახეთს კარგავენ. საქართველოს ხელისუფლების დისკრიმინაციული პოლიტიკის წყალობით წალკა, ახალციხე, ახალქალაქი და ნინოწმინდა სომეხი მოსახლეობისგან იცლება. სომხები მიდიან ასპინძის, ბორჯომის, ადიგენის რაიონიდან. სომხური სკოლები კი საქართველოს მთავრობის ზეწოლის ფონზე სასწაულებრივად ახერხებენ მუშობას. თუ ასე გაგრძელდა, 20-30 წლის შემდეგ ჯავახეთი სომხური აღარ იქნება", - აცხადებს არაბიანი და სომეხთა ინტერესების დასაცავად ფორუმის მონაწილეებს საკუთარ მოთხოვნებს აცნობს.  

"მივაღწიოთ, რომ სომხურმა ენამ რეგიონული ენის სტატუსი მოიპოვოს, მოვითხოვოთ სომხური ეკლესიების დაბრუნება, საქართველოსა და სომხეთს შორის სახელმწიფოებრივ დონეზე განიხილოს სომხებისთვის ორმაგი მოქალაქეობის საკითხი, ქართულმა მხარემ კი ეროვნულ უმცირესობებს ყველა უფლება შეუნარჩუნოს და სამცხე-ჯავახეთის-წალკის მხარე ადმინისტრაციულ ავტონომიად გამოაცხადოს", - განაცხადა არაბიანმა. 

სრულიად სომეხთა ფორუმს, რომელიც სომხეთის დამოუკიდებლობის 20 წლისთავს მიეძღვნა, მსოფლიოს 50 ქვეყნიდან 500-მდე სომხური სათვისტომოს წარმომადგენელი ესწრებოდა.

მომზადებულია yerkramas.org-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა