გიორგი თარგამაძე - საქართველოს მიმართ ნიკოლაი პატრუშევის ბრალდება სერიოზული ყურადღების საგანი უნდა გახდეს

გიორგი თარგამაძე - საქართველოს მიმართ ნიკოლაი პატრუშევის ბრალდება სერიოზული ყურადღების საგანი უნდა გახდეს

ნიკოლაი პატრუშევის ბრალდება საქართველოში ტერორისტების მზადების შესახებ სერიოზული ყურადღების საგანი უნდა გახდეს. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ "ინტერპრესნიუსს" რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევის ბრალდების კომენტირებისას განაცხადა.

"ამ ბრალდების იგნორირება არ შეიძლება. ის სერიოზული მსჯელობისა და ყურადღების საგანი უნდა გახდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, ამ განცხადების გამო, უნდა გაიზარდოს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მიმართ საერთაშორისო ინტერესი. როდესაც რუსეთში შიდაპოლიტიკური ტემპერატურა იწევს, ეს იწვევს რისკებისა და საფრთხეების გაზრდას სამეზობლოში და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა თარგამაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის აზრით, პატრუშევის ბრალდების განხილვის მიზნით აუცილებელია, უახლოეს მომავალში პარლამენტში ნდობის ჯგუფი შეიკრიბოს და შეხვედრას დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი გელა ბეჟუაშვილიც დაესწროს.

"ვფიქრობ, ეს საკითხი აღმასრულებელი ხელისუფლების ყურადღების საგანიც უნდა გახდეს", - განაცხადა თარგამაძემ.

გიორგი თარგამაძე აღნიშნავს, რომ 2001 წელს სწორედ პატრუშევის განცხადებებს მოჰყვა პანკისის ხეობაში ქართული სოფლების დაბომბვა.

პატრუშევის მტკიცებით, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთში ტერაქტების შემსრულებელ პირებს ამზადებენ.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნული განცხადება გაზეთ "არგუმენტი ი ფაქტისთვის" მიცემულ ინეტრვიუში გააკეთა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა