აკაკი ბობოხიძე - მტკვარზე ჰესების მშენებლობის პროექტი არა, მაგრამ იდეა არსებობს

აკაკი ბობოხიძე - მტკვარზე ჰესების მშენებლობის პროექტი არა, მაგრამ იდეა არსებობს

მტკვარზე ჰესების მშენებლობის პროექტი არა, მაგრამ იდეა არსებობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ბობოხიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მტკვარზე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ყველა იდეა განხილული იქნება და ჰესების მშენებლობის შესახებ პროექტის შექმნის შემთხვევაში, მაქსიმალურად იქნება გათვლილი რისკები.

"ზოგადად, არსებობს იდეა, როგორც მტკვარზე, ასევე ჭოროხზე ჰესების მშენებლობის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჰესების მშენებლობა იწვევს გარკვეულ მონაკვეთში წყლის ნაკადების შემცირებას და შემდეგ წყლის დაბრუნებას იგივე ან სხვა მდინარის კალაპოტში", - დასძინა აკაკი ბობოხიძემ.

გუშინდელ პრესკონფერენციაზე "მწვანეთა პარტიის" ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ თურქეთმა "ბეშიქ ჰაიას" წყალსაცავების კასკადის მშენებლობის მოტივით, მტკვრის სათავეების გადაკეტვა გადაწყვიტა.

მისი თქმით, შესაბამისი შეთანხმება უკვე მიღწეულია ქართულ და თურქულ მხარეებს შორის. გაჩეჩილაძის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, მტკვარი გადაიკეტება საქართველოს საზღვართან და მტკვრის სათავეებში, თურქეთის ტერიტორიაზე არდაგანის ოლქში აშენდება წყალსაცავების კასკადი, ჰიდროსადგურებზე გამოყენებული მტკვრის წყალი საქართველოში აღარ წამოვა და წყალი გადაგდებული იქნება მდინარე ჭოროხის კალაპოტში იქ მშენებარე მდინარე ჭოროხის კასკადის ბოლო წყალსაცავების - კილიჩისა და ისპირის შესავსებად. მტკვრის წყალი მდინარე ჭორიხის საშუალებით არა კასპიის ზღვაში, არამედ შავ ზღვაში მოხვდება. გაჩეჩილაძის პროგნოზით, ეს ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა