განათლების ყოფილი მინისტრის, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, კახა ლომაიას ძმა, გია ლომაია ბიძინა ივანიშვილთან მუშაობს, ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ივანიშვილის თქმით, ლომაიას ძმა მოსკოვში არსებულ მის ფირმაში ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობს.
"დიახ, ლომაიას ძმა დღემდე მუშაობს ჩემს სტრუქტურებში რუსეთში და არის ძალიან წესიერი კაცი, მე ასე ვთვლი.. საკუთარი ძმის გამო თვითონ წითლდება ხოლმე, როცა მხვდება.. სხვათა შორის, კახა ლომაიას არც ვიცნობ.. ერთხელ ვარ შენახვედრი..", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მომზადებულია "ასავალ-დასავალის" მიხედვით.