პუტინს წამოცდა, რომ მას გამარჯვება საქართველოს პრზიდენტმა მიულოცა

პუტინს წამოცდა, რომ მას გამარჯვება საქართველოს პრზიდენტმა მიულოცა

რუსეთის მთავრობის მეთაურ ვლადიმერ პუტინს წამოსცდა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სააკაშვილმა მიულოცა.

ჟურნალისტებთან საუბრისას პუტინმა ის ლიდერები ჩამოთვალა, ვინც გამარჯვება მიულოცა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, თუმცა შეცდომა იქვე გამოასწორა და აღნიშნა, რომ საქართველოდან მისთვის არავის მიულოცავს.

"არა, საქართველოდან ჯერჯერობით არავის დაურეკავს", - დააზუსტა პუტინმა.

პუტინს არჩევნებში გამარჯვება ტელეფონით მსოფლიოს ლიდერებმა მიულოცეს - მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, ისრაელის პრეზიდენტმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

10 მარტს პუტინს გამარჯვება მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 4 მარტს ჩატარდა. პუტინმა ხმათა 63,75% მოიპოვა. არჩევნების შედეგები ოპოზიციამ ქვეყნის დიდ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლებით გააპროტესტა.

მომზადებულია korrespondent.net-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა