დონალდ ტრამპი - საქართველოს სერიოზულ ტრანსფორმაციაზე ყველა ლაპარაკობს

დონალდ ტრამპი - საქართველოს სერიოზულ ტრანსფორმაციაზე ყველა ლაპარაკობს

საქართველოს სერიოზულ ტრანსფორმაციაზე, საქართველოს პრეზიდენტზე რეგიონს გარეთ ყველა ლაპარაკობს, - ამის შესახებ ბათუმში, "ტრამპ თაუერის" პრეზენტაციაზე, ამერიკელმა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

"ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე აქ. ჩვენ იმედის თვალით ვუყურებთ ყველაფერს და იმედია ეს პროექტი იქნება უფრო დიდი, ვიდრე მანამდე გვეგონა. ჩვენი არქიტექტორიც აქ არის და ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო არის ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებს საქართველოში", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მან საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით პრეზიდენტს ახალი პროექტის დაწყება მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი აქტივობის მომსწრე გახდა და კიდევ ბევრჯერ აპირებს აქ ჩამოსვლას.

დონალდ ტრამპმა საქართველო უკვე დატოვა. ამერიკელი მილიარდერი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ის მიხეილ სააკაშვილმა გუშინვე მიიღო და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა