კახა თარგამაძე: "თქვენ მე კი არა, სამჭკუაშვილიც ვეღარ გიშველით!"

კახა თარგამაძე: "თქვენ მე კი არა, სამჭკუაშვილიც ვეღარ გიშველით!"

გასულ კვირას ყოფილ შს მინისტრს, "რკინის კაცად" წოდებულ კახა თარგამაძეს მოსკოვში დავუკავშირდით. იქნებ იკითხოთ, კახა თარგამაძე რამ გაგახსენათო? - ხელისუფლების ნაცპროპაგანდა ნებისმიერი ოპოზიციონერის უკან ჩასაფრებულ რუსეთს ხედავს და ჩვენც შევარდნაძის დროინდელ ჩინოვნიკებს არ გვავიწყებს.

- ბატონო კახა, ჭაჭის შადრევნის გაკეთების იდეას, ელექტრონული მთავრობის შექმნის ინიციატივასა და ქუთაისში პარლამენტის გადატანის საკითხს როგორ უყურებთ?

- გულწრფელად მეცოდებით, ამდენ სისულელეს რომ უსმენთ. მალე ეგ ჭაჭის შადრევანიც გვერდზე დაგრჩებათ და იქნებით ხახამშრალი! იმიტომ, რომ მთელი ბათუმი თურქეთს მიჰყიდეს.

- რას ამბობთ, ბატონო კახა?

- რას და სიმართლეს!... თურქეთს უკვე წაღებული აქვს ბათუმის მიწა-წყალი, ზოგან სასტუმროებსა და რესტორნებს აშენებს, "თავის ტერიტორიაზე" ქართველებს უკვე ცხვირსაც არ აყოფინებს, მეტი რა გინდათ?!

- ინვესტორების შემოსვლას გულისხმობთ?

- არც ერთი ინვესტორი იქ არ შემოდის!.. თურქები ყიდულობენ მიწებს, ბიზნესს. რაც მახვილით ვერ მოახერხეს, ფულით შეძლეს.

- თქვენ, როგორც იმერელ კაცს, ქუთაისის პარლამენტში გადატანის იდეა რატომ არ მოგივიდათ?

- ასეთი იდეა რომ მომსვლოდა, მეც ამათი ჭკუისა უნდა ვყოფილიყავი. მე არც საქართველოს ტერიტორიების საშვილთაშვილოდ დაკარგვა მომსვლია ფიქრად. პირიქით, რეალური შანსი მქონდა აფხაზეთის შემოერთებისა, მაგრამ საშუალება არ მომეცით. ის ჯგუფი მოიყვანეთ ხელისუფლებაში, რომელმაც ქვეყანა დაღუპა. არ გახსოვთ, ტელევიზიით რომ გადმოიცა მთავრობის ერთ-ერთი თათბირი, სადაც ბარამიძე გაჰყვიროდა, თარგამაძის დაბრუნებული აფხაზეთი არ მინდაო! მითხარით, წადიო და წავედი, ბატონო! დავუთმე ამათ ბურთი და მოედანი, მაგრამ რა მიიღეთ? კიდევ მეტი ტერიტორია დაკარგეთ, ხომ? ახლახან ისიც მითხრეს, საქართველოს ხელისუფლებამ დავით გარეჯის მონასტერი აზერბაიჯანს გადასცაო. სამცხე-ჯავახეთს სომხეთს უთმობს, თბილისსაც, ალბათ, მათ მიჰყიდის, ტერიტორიის ნაწილი რუსეთს მისცა და რაღა დაგრჩათ?! ისე ვატყობ, ცოტა ხანში საქართველო მარტო საჩხერე იქნება! უკაცრავად, დამავიწყდა, ახალი ლაზიკა აშენდება კიდევ და, ალბათ, იქ ჩაგასახლებენ ქართველებს. ახლა იმ დღეში ხართ, მე კი არა, სამჭკუაშვილიც ვეღარ გიშველით! ისე, ცოტა ადრე უნდა დამკავშირებოდით, ვიდრე ტერიტორიებს დაკარგავდით.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა