ბიძინა ივანიშვილი - "პირდაპირ ვაცხადებ, რომ "თელასის" ყიდვის სურვილი მაქვს"

 ბიძინა ივანიშვილი - "პირდაპირ ვაცხადებ, რომ "თელასის" ყიდვის სურვილი მაქვს"

"თელასი არ მიყიდია, მაგრამ არ ვმალავ და პირდაპირ ვაცხადებ, რომ ნამდვილად მაქვს მისი ყიდვის სურვილი", - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს.

მისივე განმარტებით, იმის მიუხედავად, კომპანიას შეიძენს თუ არა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ელექტროენერგიის და გაზის გადასახადს აუცილებლად შეამცირებს.

"დღეს ადამიანს სახლში ქვითარს რომ მიუტანენ, გული უსკდება და დახედვის ეშინია. ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, ადამიანებს ქვითრის მოსვლის აღარ შეეშინდებათ, რადგან სამსახურიც ექნებათ, შემოსავალიც და გადასახადის გადახდის უნარიც", - განმარტავს ივანიშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა