კახა ლომაია ნიუ-იორკში ”ქართული ოცნების” აქციაზე ნახეს

კახა ლომაია ნიუ-იორკში ”ქართული ოცნების” აქციაზე ნახეს

"ლეიბორისტული პარტია" მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს ფარულ თანამშრომლობასა და გარიგებაში ადანაშაულებს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მაშინ როდესაც, გულანთებული მოსახლეობა 27 მაისს რეჟიმის შეცვლის სურვილით "თავისუფლების მოედანზე" იკრიბებოდა, მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ მათგან დაფარულად სააკაშვილისა და ივანიშვილის ხალხი 26 მაისს ერთად ზეიმობდნენ.

გუგავას განმარტებით, "სოროსიზმის ფუძემდებელი საქართველოში, ანტიეროვნულობისა და ანტიმართლმადიდებლობის მთავარი იდეოლოგი", სააკაშვილის ემისარი გაერო-ში, კახა ლომაია და ივანიშვილის "ოცნების" ლიდერები, 26 მაისს, ნიუ-იორკში სრულიად შეხმატკბილებულები ატარებდნენ ერთობლივ აქციას.

"ეს არის უტყუარი მტკიცებულება კრიმინალ-ოლიგარქისა და დიქტატორის ფარული თანამშრომლობისა და გარიგებისა, თუ როგორ აპირებენ არჩევნების შემდეგ ქართველი ხალხის გაბითურებასა და ძალაუფლების გადანაწილებას", - განაცხდა მან.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა