"ქართული დასი" ბიძინა ივანიშვილის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს

"ქართული დასი" ბიძინა ივანიშვილის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს

"ქართული დასი" ივანიშვილების ოჯახს სოლიდარობას უცხადებს და პოლიტიკურ სპექტრს, დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილი აშკარა პოლიტიკური ანგარიშსწორების ობიექტი გახდა. "ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ადამიანს და კომპანიას, რომლებიც ივანიშვილების ოჯახთან რაიმე სახის კავშირის ან მათი მხარდაჭერის გამო გახდნენ პოლიტიკური ანგარიშსწორების ობიექტები. პოლიტიკურ სპექტრს და ქართულ საზოგადოებას ურთიერთსოლიდარობისკენ მოვუწოდებთ, რათა არ დავუშვათ დიქტატურა სახელმწიფოში. ასევე, "ქართული დასი" მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, არ დატოვონ ქართული საზოგადოება დიქატურასთან ბრძოლაში მარტო", - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია "ელიტა ბურჯის" რამდენიმე საწყობში დღეს კრიმინალური პოლიცია ერთდროულად შევიდა. პროკურატურის განმარტებით, კომპანიის ცენტრალურ და სხვა საწყობებში პოლიციის წარმომადგენელთა გამოცხადება "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული სატელევიზიო ანტენების დაყადაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამ განაპირობა.

"პოლიციელთა მოქმედება ამ კონკრეტულ შემთხვევაში "ელიტა ბურჯის" სამეწარმეო საქმიანობის ან სხვაგვარი აქტივობის რევიზიას არ უკავშირდება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურამ "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართა. "გლობალ კონტაქტ კონსალტინგისადმი" საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან კვლავ გრძელდება ამომრჩევლებისთვის პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების გადაცემა. საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, არსებობს საკმარისი საფუძველი, დაიწყოს გამოძიება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა