ბიძინა ივანიშვილი - "მილანში მიხეილ სააკაშვილის ვაჭრობის ფოტოების ორგანიზება კახი კალაძემ განახორციელა"

ბიძინა ივანიშვილი - "მილანში მიხეილ სააკაშვილის ვაჭრობის ფოტოების ორგანიზება კახი კალაძემ განახორციელა"

"მილანში პრეზიდენტის ვაჭრობა" ფოტოებზე კახი კალაძის ორგანიზებით აისახა, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"პრეზიდენტი მილანში სავაჭროდ რომ ჩავიდა იმ დროს, როდესაც საქართველოში ტრაგედია მოხდა, იმ ფოტოების ორგანიზება კახის გაკეთებული იყო", - განაცხადა ივანიშვილმა.

რამდენიმე კვირის წინ, ორთაჭალაში 5 ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვიდან ერთი დღის შემდეგ, მილანის ცენტრში, მონტე ნაპოლიზე მიხეილ სააკაშვილმა "იშოპინგა".

მილანის მაღაზიებში საქართველოს პრეზიდენტის "შოპინგის" ამსახველი ფოტომასალა გაზეთმა "ალიამ" გაავრცელა.

იხილეთ ასევე: 5 ადამიანის დაღუპვიდან მეორე დღეს სააკაშვილი მილანში "შოპინგობდა"

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა