ვალერი მელაძე "ქართული ოცნების" მხარდამჭერი?!

ვალერი მელაძე "ქართული ოცნების" მხარდამჭერი?!

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, კახი კალაძის "ფეისბუქის" გვერდზე მისი და ვალერი მელაძის ფოტოები გავრცელდა, სადაც კალაძესა და მელაძეს "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურები აცვიათ. ფოტოებს აქვს წარწერა - "ვალერი მელაძე ქართველი ხალხის გვერდით". ფოტოები დღეს ბათუმში, სასტუმროშია გადაღებული.

როგორც ცნობილია, ბათუმის პიაცაზე ვალერი მელაძე დღეს კონცერტს მართავს. ღონისძიების ორგანიზატორი დავით ოქიტაშვილია.

"ინტერპრენსიუსი" დავით ოქიტაშვილის თანაშემწეს, რეზი ახრახაძეს დაუკავშირდა. "რა სისულელეა, სად ნახეთ "ქართული ოცნების" მაისური? ნამდვილად ვიცი ის, რომ მელაძე ჩამოფრინდა ახლა. პრეზიდენტი მოდის კონცერტზე და ეს ინფორმაცია არარეალურია ჩემთვის. ვერ ვიჯერებ, წარმოუდგენლად მეჩვენება", - განაცხადა რეზი ახრახაძემ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად "ინტერპრესნიუსი" დავით ოქიტაშვილთან დაკავშირებასაც ცდილობს, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. კახი კალაძის პრესმდივან ოთარ ჩრდილელს კი, მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი კახი კალაძემაც გააკეთა.

"ვალერისთან წლებია მეგობრობა მაკავშირებს. არსებობს კადრები, სადაც მე, გიორგი დემეტრაძე და ვალერი ერთად ვმღერით. ის ხშირად მოდიოდა ჩემთან როგორც უკრაინაში, ისე მილანში. ვიცოდი, რომ ის ბათუმში აპირებდა კონცერტის გამართვას. რამდენიმე დღის წინ დავუკავშირდი, 2 საათის წინ კი სასტუმროში მოვინახულე, სადაც "ქართული ოცნების" მაისურებით სურათები გადავიღეთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვალერი მელაძე არის სისხლით-ხორცამდე ქართველი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი სამშობლო და ხალხი. ის პოლიტიკურ ვითარებაშიც გარკვეულია. ის ქართველი ხალხის გვერდით იდგა და დგას" - განაცხადა კალაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

პიაცაზე კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება. კონცერტი მიეძღვნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარეს ილია მეორეს, რადგან 2 აგვისტო ილიაობაა, მისი მფარველი ანგელოზის დღე.

იხილეთ ვიდეო: ვალერი მელაძე "ქართული ოცნების" მხარდამჭერი?!

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა