მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ყოველთვის იყო გარედან ჩარევის მცდელობა

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ყოველთვის იყო გარედან ჩარევის მცდელობა

საქართველოში სხვადასხვა დონის რადიკალები ყოველთვის იყვნენ, მათ შორის ყოველთვის იყო გარედან ჩარევის მცდელობა, მაგრამ ნურავის ექნება ილუზია - არჩევნები ჩატარდება დემოკრატიის ყველა პრინციპის დაცვით! , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მანიპულაციები, რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ როგორც საქართველო არ გაიყიდება არასოდეს, ასევე დემოკრატია და სიმართლე არ იყიდება და საერთო ჯამში ქართველი ხალხი, საქართველოს მრავალეთნიკური საზოგადოება დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებით კანონის ფარგლებში გააკეთებს აბსოლუტურად სწორ არჩევანს. ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ, როგორც მთავრობა, უზრუნველვყოფთ იმას, რომ თითოეული ადამიანის შეხედულება, როგორიც არ უნდა იყოს ის, რადიკალური თუ არარადიკალური, იქნეს გამოხატული და საბოლოო ჯამში საღი აზრი ყოველთვის იზეიმებს საქართველოში", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, იგი დარწმუნებულია და ყველა გამოკითხვაც იმაზე მეტყველებს, რომ ქართველი ხალხი არანაირ ესკალაციას არ დაუშვებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა