შალვა რამიშვილის მორიგი პროვოკაციული წინასაარჩევნო ვიდეორგოლი

შალვა რამიშვილის მორიგი პროვოკაციული წინასაარჩევნო ვიდეორგოლი

წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ძალები სოციალურ ქსელებს აქტიურად იყენებენ. დაიწყო კიდეც ნიჭიერად თუ უნიჭოდ შეკრულ-შეთხზული ვიდეორგოლების "ომი." ამ დაპირისპირებაში საზოგადოებისთვის ცნობილი ჟურნალისტი შალვა რამიშვილიც აქტიურად ჩაერთო, რაც "დარდუბალას" შემქმნელისგან, მოსალოდნელიც იყო. რამდენიმე კვირის წინ "დავაი, დასვიდანია" დაიდო "იუთუბიზე" და პორტალის "ბესტსელერიც" გახდა, მორიგი ვიდეოპროდუქტი კი "კოორდინატორია", რომლის ავტორიც, სავარაუდოდ, ასევე რამიშვილი უნდა იყოს. ის პირველად შალვა რამიშვილის "იუთუბის" არხზე გამოქვეყნდა.

ვიდეორგოლს უკვე მოჰყვა გამოხმაურება, საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა საკმაოდ უცენზურო კომენტარები გააკეთეს "ფეისბუქის" გვერდზე.

თეა თუთბერიძე: ბოდიშს მოვუხდი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს . . . მე ამის გამკეთებლის დედას ... ეს ნაბიჭვარი ხალხი!!!!!

ქეთა გაბიანი: ასეთი სახის "რეკლამა" დასჯადი არ არის? იურისტი ქე ხარ და... მართლა მაინტერესებს.

თეა თუთბერიძე: დასჯადი ალბათ ნაკლებად. რა მაგიჟებს იცი? ამდენი ფული აქვთ და ერთი ჭკვიანი ტიპის მოძებნა რა გაუხდათ, ცოტა გემოვნებიანი რომ გააკეთონ რამე. ჭორვილაში ჰგონიათ ალბათ თავი ყველას ერთად.

ქეთა გაბიანი: ნუ ეხლა შენ ფულით ნაყიდი ჭკუა, სადმე გინახავს?? ან ეგეთი სასტავი რომ შეიკრიბა, ან პროგრამა(!!!)))) საიდან ჭკვიანი ხალხი, აბა?))

იხილეთ ვიდეო: პროვოკაციული წინასაარჩევნო ვიდეორგოლი "კოორდინატორი"

იხილეთ ასევე: სად და როგორ გადაიღეს კლიპი "მიშა, დასვიდანია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა