ზვიად ძიძიგური იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი "ზრდილობიანი ადამიანი" იქნება

ზვიად ძიძიგური იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი "ზრდილობიანი ადამიანი" იქნება

კოალიცია "ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი "ზრდილობიანი ადამიანი" იქნება. როგორც ძიძიგურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებაში ბრაზი იგრძნობოდა.

"უპირველეს ყოვლისა იმას ვიტყვი, რომ მე სამტრედიაში არჩევნებში გავიმარჯვე. გარდა ამისა, საქმე მხოლოდ ჩემში არ არის. სააკაშვილს 40 წელს გადაცილებული ყველა ადამიანი ეჯავრება, რადგან მათ წარსულის გადმონაშთებად და უვარგის ხალხად მიიჩნევს. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ყველა თაობის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა ექნება და იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ზრდილობიანი ადამიანი იქნება", - აღნიშნა ძიძიგურმა.

რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" გუშინდელ ყრილობაზე საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად ძიძიგურის წარსული პოლიტიკური საქმიანობა გაიხსენა. მისი თქმით, 1-ელი ოქტომბერი იქნება რუბიკონი იმ ძალებისთვის, რომლებსაც საქართველოს უკან დაბრუნება უნდათ და ამ ძალებს კონკრეტული სახელები და გვარები აქვს.

"ამ ძალებს ჰყავს კონკრეტული მიმდევრები. ეს ხომ აბსტრაქტული რაღაც არ არის. აგერ თქვენ გამოგიგზავნეს ერთ-ერთი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც თავის რაიონში, სამტრედიაში, ჩვენ რომ ვიყავით "ნაციონალურ მოძრაობაში", მაშინ იყრიდა კენჭს. რა არ ვქენით, ყურებზე გავიარეთ. არ უნდოდა იმ ხალხს, არ მოსწონდათ. იქ ვერ აყრევინებენ კენჭს, იმიტომ, რომ ყველამ იცის, რაც არის. რუსთავი თვალში ხომ არ ეპატარავებათ, რომ "სექენდ ჰენდი" შემოგტენონ მაინც და მაინც თქვენ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა