თელავში "ქართული ოცნების" აქციაზე მისვლის მსურველებს სამშენებლო სპეცტექნიკა დაბრკოლებებს უქმნის

თელავში "ქართული ოცნების" აქციაზე მისვლის მსურველებს სამშენებლო სპეცტექნიკა დაბრკოლებებს უქმნის

თელავში, ერეკლე მეორის მოედანზე დაგეგმილ "ქართული ოცნების" აქციაზე მისვლის მსურველებს სამშენებლო სპეცტექნიკა დაბრკოლებებს უქმნის .

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი თელავიდან იუწყება, ამ წუთებში, ერეკლე მეორის მოედანზე 10-მდე სამშენებლო სპეცტექნიკა განლაგდა, რომელიც თელავის სარეაბილიტაციო სამუშაობში მონაწილეობს. აღნიშნულის გამო აქციაზე მისვლის მსურველებს სპეცმანქანებს შორის და ქვეშ გაძრომა უწევთ, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევს.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერების განცხადებით, ხელისუფლებამ ხალხს საშუალება უნდა მისცეს, აქციაში მონაწილეობა დაუბრკოლებლად მიიღონ.

მშენებლობებზე დასაქმებულებმა კი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, რომ ისინი დღეს გამოიძახეს, რათა სტიქიით დაზარალებული ქალაქის სარემონტო- სარეაბილიტაციო სამუშაოები არ შეწყვეტილიყო.

"ქართული ოცნების" აქცია თელავში 18.00 საათზე დაიწყება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა