იზა მარგოშვილი - ლოპოტას ხეობაში ახალგაზრდა ბიჭები უმიზეზოდ ჩახოცეს

იზა მარგოშვილი - ლოპოტას ხეობაში ახალგაზრდა ბიჭები უმიზეზოდ ჩახოცეს

თელავში კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო ღონისძიებაზე პანკისის ხეობის მცხოვრებლებიც იმყოფებიან. მათ შორის არის ლოპოტას ხეობაში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ლიკვიდირებული ასლან მარგოშვილის ბიძაშვილი იზა მარგოშვილი.

როგორც იზა მარგოშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, აქციაზე პანკისის ხეობიდან ბევრი ადამიანია ჩამოსული, რადგან მათ უკეთესი მომავალი სურთ. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამაც და პანკისის მცხოვრებლებმაც იციან, რომ ლოპოტას ხეობაში ახალგაზრდა ბიჭები უმიზეზოდ ჩახოცეს.

"ჩვენ ბედნიერი ვართ დღევანდელი დღით, რადგან ტარდება "ქართული ოცნების" აქცია. პანკისის ხეობიდან ბევრი ადამიანია აქ ჩამოსული, რადგან ჩვენ გვსურს უკეთესი მომავალი, რომ ბავშვებს მიეცეთ ნორმალური განათლების საშუალება და ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს", - განაცხადა იზა მარგოშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა