ბიძინა ივანიშვილი - ხელისუფლება რეგიონებში ფულს არიგებს და ხალხის მოსყიდვითაა დაკავებული

ბიძინა ივანიშვილი - ხელისუფლება რეგიონებში ფულს არიგებს და ხალხის მოსყიდვითაა დაკავებული

ხელისუფლება რეგიონებში ფულს არიგებს და ხალხის მოსყიდვითაა დაკავებული, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, თელავის აქციაზე განაცხადა და აღნიშნულ კონტექსტში მოსახლეობას მოუწოდა, "არ დახურდავდნენ".

"ხელისუფლება ბევრ უღირსობას ჩადის - რეგიონებში პირდაპირ ფულს არიგებს და ხალხის მოსყიდვითაა დაკავებული. არ გაყიდოთ თქვენი ღირსება. თუ ფულს გირიგებენ, აიღეთ - ეს თქვენი ნაძარცვის ნაწილია, მაგრამ არჩევნების დღეს ღირსება შეინარჩუნეთ - არ გათითოკაცდეთ, არ დახურდავდეთ, არ გაყიდოთ თქვენი მომავალი", - მიმართა ივანიშვილმა მოქალაქეებს.

კოალიციის ლიდერმა მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, ვინც სააკაშვილის ცრუ და მოძალადე ხელისუფლებას მხარს უჭერს, არ შეიძლება ქვეყნის პერსპექტივად განიხილებოდეს.

"ამიტომაც, მოგიწოდებთ, არ გააკეთოთ არასწორი არჩევანი. ის, ვინც დღეს სააკაშვილის ცრუ და მოძალადე ხელისუფლებას მხარს უჭერს, ვერ იქნება თქვენი მეგობარი, ვერ იქნება პერსპექტივა თქვენი ქვეყნის. არ მოგატყუოთ ერთეულმა კანდიდატებმა, რომელიც ხელისუფლებას წარმოადგენენ", - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებს გაცნობიერებული აქვთ "რისთვის მოდიან".

ივანიშვილის თქმით, მისი გუნდის წევრებმა იციან, რომ ხელისუფლებაში ისინი "სანებივროდ და სიამოვნების მისაღებად ვერ მოვლენ". "ჩვენ მოგვყავს ხალხი, მოდის გუნდი, რომელიც ჩადგება თქვენს სამსახურში", - აღნიშნა "ქართული ოცნების" ლიდერმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა